„სტრატეგია აღმაშენებელი“ - ყველაფერი პარტიის შესახებ

ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ პარტიაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლმა დააარსა - ინფორმაცია Sputnik-საქართველოსგან
Sputnik
  • ოპოზიციური პარტია
  • დაარსდა 2016 წლის ივნისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ვაშაძის მიერ.
  • თავდაპირველად პარტიის სახელწოდება იყო „ახალი საქართველო“.
  • პირველად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2016 წელს ბლოკის შემადგენლობაში კიდევ ერთ პარტიასთან - „სახელმწიფო ხალხისთვის“ - ერთად, მაგრამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
  • 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა „ძალა ერთობაშია“ კოალიციასთან ერთად, სადაც იმ მომენტისთვის შედიოდნენ ისეთი პარტიები, როგორებიც არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი საქართველოსთვის“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული დემოკრატები“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“. კოალიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, მეორე ტურში კი ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერდა მხარს. 
  • 2020 წლის ივლისში პარტიამ დატოვა კოალიცია „ძალა ერთობაშია“ და პარტიასთან „კანონი და სამართლიანობა“ ერთდ შექმნა ახალი გაერთიანება - „სტრატეგია აღმაშენებელი“.
  • გაერთიანების მთავარი სახეები არიან: გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი, პაატა მანჯგალაძე და სერგო ჩიხლაძე.
  • პარტიამ და მისმა ლიდერმა სახელი გაითქვეს აგრესიული ინტერნეტრეკლამის, ასევე, სატელეფონო შეტყობინებებისა და ზარების მეშვეობით.
  • ამასთან, არსებობის ოთხი წლის განმავლობაში მას რაიმე ხმაურიანი სკანდალი არ უკავშირდება.
  • პარტია არჩევნებში მონაწილეობს ბლოკის შემადგენლობაში პარტიასთან „კანონი და სამართლიანობა“ ერთად 27 ნომრით, ლოზუნგით - „დავიწყოთ აღორძინება - დავამარცხოთ სიღარიბე“.
  • პარტიის პროგრამაშია ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის კურსის გაგრძელება და რუსეთთან ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში დიალოგის შენარჩუნება.
  • როგორ განვითარდება საქართველო: „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხედვა და ვაშაძის დაპირებები >>
  • „სტრატეგია აღმაშენებლის“ რეიტინგი, სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად:
    გამოკითხვარეიტინგი
    IRI  

     4%

    Gorbi        3,5%
    Ipsos         3,4%
    Edison Research4%
    Survation 5,1%