ყვითელი ამბები

„ჩვენი ოჯახის ახალი წევრი“ – ევა ბარბაქაძესთან ერთად მისი მეგობარი იცხოვრებს – ფოტო

სექს-სიმბოლოს ქალიშვილის მორიგი ემოციური პოსტი. ნახეთ ვინ დაიმეგობრა პოპულარულმა გოგონამ. უსაყვარლესი ფოტო სოციალური ქსელიდან.
Sputnik

პოპულარული დედა-შვილის გარშემო სკანდალური ჭორები არ წყდება. შორენა ბეგაშვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს. ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა.

ახლა მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. შორენამ ახალი გადაცემა წამოიწყო. „შორენას ეფექტი“ - ასე ჰქვია მის თოქშოუს, რომელიც კვირაში ერთხელ გადის და საკმაოდ რეიტინგული აღმოჩნდა. მსახიობი და ტელეწამყვანი სხვადასხვა პრობლემის მქონე გოგონებს საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენაში ეხმარება. მისი გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი ევა ბარბაქაძეც აღმოჩნდა.

გოგონამ უახლესი ფოტო საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. პოსტს წარწერა „ოჯახის ახალი წევრი“ ახლავს. მას პატარა ლეკვი აჩუქეს, რომლითაც თაყვანისმცემელი გოგონები ძალიან დაინტერესდნენ. მან აღნიშნულ სურათზე საუკეთესო მეგობარი მონიშნა, სავარაუდოდ, სექს-სიმბოლოს ქალიშვილს საჩუქარი მან უსახსოვრა.

 

ბოლო პერიოდის მანძილზე დედა-შვილს სულ უფრო და უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა – სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ევა ბარბაქაძე ფოტოსესიებში მონაწილეობს და ხშირად მაკიაჟით ჩანს, მისი ბუნებრივი სილამაზის ნახვა ევას ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი. მსახიობის ქალიშვილმა Instagram-ის გვერდი სულ ახლახან შექმნა, მაგრამ მას უკვე 87 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს.