COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის მოცულობა სამოქალაქო ბრუნვისთვის გაიზრდება

ექსპერტების გათვლებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჯამური წარმოება თვეში არანაკლებ 5 მილიონი დოზა იქნება
Sputnik

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. რუსეთში „სპუტნიკ V“ ვაქცინის მოცულობა სამოქალაქო ბრუნვისთვის მომავალ კვირას გაიზრდება, წერს РИА Новости გამალეის ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსანდრ გინცბურგის განცხადებაზე დაყრდნობით.

„დაბურული მინის“ ნიშანი : რა ცვლილებები აღმოაჩნდათ უსიმპტომო პაციენტებს

„მომდევნო კვირაში „სპუტნიკ V“ პრეპარატის რაოდენობა, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში გამოვა, მნიშვნელოვნად მოიმატებს“, - განაცხადა გინცბურგმა ტელეარხ Россия 24-თვის მიცემულ ინტერვიუში.

გამალეის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ წარმოების გაფართოება მოხდება იმის ხარჯზე, რომ ბრუნვაში გამოვა პრეპარატები, რომლებიც იწარმოება არა მხოლოდ გამალეის ცენტრის, არამედ საწარმო „გენერიუმის“ ბაზაზე. „სპუტნიკ V“ მალე დამზადდება ასევე „რ-ფარმას“, „ბინოფარმისა“ და „ბიოკადის“ საწარმოებში.

გინცბურგის გათვლებით, ვაქცინის მთლიანი წარმადობა თვეში არანაკლებ 5 მილიონ დოზას შეადგენს.