რუსთავში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა

მისი გარდაცვალება უცნაური იყო, ვინაიდან წინა დღეს ის კლინიკიდან გაწერეს, როგორც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი.
Sputnik

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავში გარდაიცვალა 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გუშინ კოვიდ-სასტუმროდან გაეწერა – როგორც ვირუსისგან გამოჯანმრთელებული, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გამყრელიძე: ქუჩაში პირბადის ტარება, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას გაუკეთდა PCR-ტესტი და ის უარყოფითი იყო. ბიჭი მეგობრებთან ერთად ეზოში იმყოფებოდა, როცა უეცრად გარდაიცვალა.

სახლთან, სადაც ეს მოხდა, პოლიციას მისასვლელი გადაკეტილი აქვს. ადგილზე გამომძიებლებთან ერთად მუშაობენ მედიკოსები და ეპიდემიოლოგები, რომლებიც ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვის მიზეზის დადგენას ცდილობენ.

სხვა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.