ქართველმა ძიუდოისტებმა ბუდაპეშტში ორი მედალი მოიპოვეს

ბუდაპეშტში გამართულ „დიდი სლემის“ ტურნირზე საქართველო ექვსი ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მერვე ადგილი დაიკავა.
Sputnik

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა ლევან მატიაშვილმა და გელა ზაალიშვილმა ბუდაპეშტში გამართულ „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ორივე სპორტსმენი +100 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა და მათ მესამე ადგილი დაიკავეს. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მატიაშვილმა ისრაელის წარმომადგენელ ორ სასონს სძლია, ზაალიშვილმა კი ნიდერლანდების წარმომადგენელი იურ სპიკერსი დაამარცხა. 

დიდი ძიუდო ტატამზე ბრუნდება

ბუდაპეშტში გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ექვსი ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ბაგრატ ნინიაშვილმა (-66 კგ), ფრიდონ გიგანმა, ლაშა შავდათუაშვილმა (ორივე -73 კგ) და ავთო ჭრიკიშვილმა (-90 კგ) საპატიო კვარცხლბეკზე ასვლა ვერ მოახერხეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მერვე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულები გახდნენ რუსეთის (ხუთი ოქროს და ოთხი ვერცხლის მედალი) წარმომადგენლები.

კორონავირუსის პანდემიის გამო IJF-ის ეგიდით ძიუდოში შეჯიბრებები მიმდინარე წლის მარტის დასაწყისიდან არ ჩატარებულა. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე „დიდი სლემის“ სერიის კიდევ ერთი ტურნირი ჩატარდება, რომელიც ტოკიოში 11–13 დეკემბრის პერიოდშია დაგეგმილი.