თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ულამაზო ადამიანები მიდრეკილები არიან გადაჭარბებით შეაფასონ საკუთარი გარეგნობა, მაშინ, როცა სიმპათიურები ხშირად უფრო რეალურად უდგებიან ამ საკითხს, აცხადებენ დანიელი მეცნიერები.
მათი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ სილამაზე სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით განისაზღვრება, რომლებიც ნებისმიერ პირობებში მოქმედებს.
პირველ რიგში საუბარია სახის სიმეტრიაზე. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ეს კარგი გენების ნიშანია, რომელიც შთამომავლობას მემკვიდრეობით გადაეცემა. ასიმეტრია კი, პირიქით, ცუდ გენებზე მეტყველებს.
სილამაზის მეორე კრიტერიუმად დასახელდა ამა თუ იმ ეროვნების ხალხისთვის დამახასიათებელი სახის ნაკვთების არსებობა, ხოლო მესამე — კანის მდგომარეობაა. რაც უფრო გლუვია სახის კანი, მით უფრო ლამაზად მიიჩნევა ადამიანი.
ამასთან კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის პროფესორმა მადს მეიერ იეგერმა განმარტა, რომ ადამიანები სახეზე მზის ჭარბ გავლენასა და ნაოჭებს არა მარტო სიბერის, არამედ ცუდი ჯანმრთელობის მაუწყებლადაც მიიჩნევენ.