COVID-19 - ბოლო ცნობები

თმის ცვენა, შესაძლოა, გადატანილი კორონავირუსის შედეგი იყოს: იაპონური კვლევა

გამოკითხვამ აჩვენა, რომ საავადმყოფოდან გაწერიდან დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ კორონავირუსისგან განკურნებულ ადამიანებს ისევ უნარჩუნდებოდათ რიგი სიმპტომები.
Sputnik

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ერთ-ერთი შედეგი, რომელიც COVID-19-ს შეიძლება მოჰყვეს – თმების ცვენაა, იუწყება იაპონური ტელეარხი NHK გლობალური ჯანდაცვისა და მედიცინის ეროვნული ცენტრის მეცნიერებზე დაყრდნობით.

რა აღადგენს COVID-19-ის გამო დაკარგულ ყნოსვას: დასახელდა მეთოდი

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტებმა გამოკითხეს ის პაციენტები, რომლებიც კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ საავადმყოფოებიდან თებერვალი–ივნისის პერიოდში გაეწერნენ. კვლევაში 63 პაციენტი მონაწილეობდა, რომელთა საშუალო ასაკი 48 წელი იყო.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ საავადმყოფოდან გაწერიდან დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ კორონავირუსისგან განკურნებულ ადამიანებს ისევ უნარჩუნდებოდათ რიგი სიმპტომები: ქოშინი (11%), სისუსტე (10%), ყნოსვის დარღვევა (10%), ხველება (4%), ასევე გემოს შეგრძნების დაკარგვა (2%).

ორი თვის შემდეგ ჩატარებულმა დამატებითმა კვლევამ კი აჩვენა, რომ დაკვირვების მონაწილე პაციენტების მეოთხედს (ცხრა მამაკაცსა და ხუთ ქალს) თმის ცვენა დაეწყო.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის სინიტირო მორიოკას ვარაუდით, ეს, შესაძლოა, პაციენტების რთული ემოციური მდგომარეობით იყოს გამოწვეული, რაც ხანგრძლივ მკურნალობას მოჰყვა.

მანამდე ინდიანის უნივერსიტეტისა და ორგანიზაცია Survivor Corps-ის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ თმების ცვენის პრობლემას საავადმყოფოებიდან გაწერილი 1567 პაციენტიდან 423 კაცი უჩიოდა.