რა აღადგენს COVID-19-ის გამო დაკარგულ ყნოსვას: დასახელდა მეთოდი

უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმი ასახელებს მკურნალობის მეთოდს, რომლის მეშვეობითაც კორონავირუსის გამო დაკარგული ყნოსვის აღდგენაა შესაძლებელი.
Sputnik

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. იმისათვის, რომ კორონავირუსის გამო დაკარგული ყნოსვა დაიბრუნოთ, აუცილებელია აღდგეს ცხვირში არსებული ნერვული დაბოლოებებისთვის ჰაერის მიწოდება, რისთვისაც სპეციალურ პრეპარატებსა და ცხვირის გამორეცხვებს უნდა მიმართოთ, აცხადებს უმაღლესი კვალიფიკაციის ოტოლარინგოლოგი ალექსეი კოშელევი.

„უნდა გამოიყენოთ კაპილარების შემავიწროებელი პრეპარატები, წვეთები, რეგულარულად გამოირეცხოთ ცხვირის ღრუ — შეგიძლიათ თავად მოამზადოთ სავლები ზღვის მარილით. ამასთან შენობაში ჰაერი უნდა იყოს ტენიანი“, — აცხადებს ექიმი.

გარდა ამისა, ოტალირონგოლოგის თქმით, ნერვული უჯრედების აღსადგენად აუცილებელია В ჯგუფის ვიტამინებისა და პოლივიტამინების მიღება, სწორი კვება, საკმარისი რაოდენობით წყლის სმა და ნიკოტინსა და ალკოჰოლზე უარის თქმა.

კორონავირუსმა სამი ახალი სიმპტომი გამოავლინა

კოშელევმა განმარტა, რომ COVID-19-ით დაავადების დროს ადამიანს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება ეწყება, რის გამოც მისი ზედა ნაწილის რეცეპტორებისთვის ჰაერის მიწოდება ძნელდება.   

„ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ტოპიკული სტეროიდები — ჰორმონები, რომლებიც ცხვირში რჩება, სისხლი არ იწოვს და არ იწვევს მიჩვევას. შესაბამისად, ვარგისია მთელი წლის განმავლობაში გამოსაყენებლად. ასეთი პრეპარატები აცხრობს შეშუპებას და აუმჯობესებს რეცეპტორებზე წვდომას“, — ამბობს ექიმი.

ამასთან კოშელევმა დაასახელა აღნიშნული პრეპარატების უკუჩვენებებიც: ცხვირის ღრუს სიმშრალე და სისხლდენა — იმ შემთხვევაში, თუ ლორწოვანა „დაიბზარება“.

ექიმის თქმით, კორონავირუსმა შეიძლება ტოქსიკურად იმოქმედოს თავად რეცეპტორებზე. ხანგრძლივ შეშუპებას რეცეპტორების დეგრადაციისა და ნერვული ქსოვილის დეგრადაციის გამოწვევა შეუძლია. მან აღნიშნა, რომ მისი პაციენტების ნაწილმა ყნოსვა დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში ვერ აღიდგინა.