რამხელა თანხა დახარჯეს პარტიებმა საარჩევნო კამპანიაზე - სახელმწიფო აუდიტის ინფორმაცია

21 მილიონი ლარი დახარჯეს ყველაზე რეიტინგულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, დანარჩენებმა ჯამში 2 მილიონი ლარი დახარჯეს
Sputnik

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო კამპანიის დროს 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე დაახლოებით 23 მილიონი ლარი დახარჯეს, აქედან 12,6 მილიონზე მეტი - წინასაარჩევნო რეკლამაზე, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

არჩევნებში სულ 48 პარტია და ორი ბლოკი იღებს მონაწილეობას.

რეკლამაზე ყველაზე მეტი დახარჯა „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც სარეკლამო კამპანია დაახლოებით 7,2 მილიონი ლარი დაუჯდა, მეორე ადგილზეა ბლოკი „ძალა ერთობაშია“ 1,8 მილიონი ლარით, მესამე ადგილი კი დაიკავა „ლელო საქართველოსთვის, რომელმაც რეკლამაზე 1,79 მილიონი ლარი დახარჯა.

ცხრა ყველაზე რეიტინგულმა პარტიამ არჩევნებზე დახარჯა თითქმის 21 მილიონი ლარი, კიდევ 41-მა პოლიტიკურმა ძალამ ჯამში დახარჯა 2 მილიონი ლარი. პარტიების ხარჯები 12 ოქტომბრიდან კენჭისყრის დღემდე - 31 ოქტომბრამდე ცნობილი არჩევნების შემდეგ გახდება.

პარტია    ჯამური ხარჯირეკლამის ხარჯი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"10 612 565 ლარი7 146 006 ლარი
„ერთიანი ეროვნული მოძრაობა“ (ბლოკი „ძალა ერთობაშია")2 203 757 ლარი1 864 982 ლარი
„ევროპული საქართველო - თავისუფლების მოძრაობა"2 008 234 ლარი1 634 575 ლარი
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი "1 242 466 ლარი53 478 ლარი
„ლელო საქართველოსთვის"2 566 897 ლარი1 793 441 ლარი
„სტრატეგია აღმაშენებელი"1 856 468 ლარი1 248 921 ლარი
„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა"174 983 ლარი97 591 ლარი
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია"228 154 ლარი104 832 ლარი
„გირჩი"0 ლარი0 ლარი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 24 ოქტომბერს ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2202 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

საქართველოში 31 ოქტომბერს არჩევნები გაიმართება. ამ დღეს საქართველოს მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის დეპუტატებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ასევე რამდენიმე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 032 ადამიანია.