წინასაარჩევნო აგიტაცია: როგორ გამოიყურება თბილისის ქუჩები - ფოტო

Sputnik

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება შაბათს, 31 ოქტომბერს. წინასაარჩევნო აგიტაცია ქვეყანაში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე მიმდინარეობს. ყოველდღიურად ირზდება კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. მიუხედავად ამისა, ყველა პარტია და პოლიტიკოსი, განაგრძობს არჩევნებისათვის მზადებას.

1 / 19
ბოლო დღეებში არ დარჩა ქუჩები, სადაც წინასაარჩევნო პლაკატებსა და რეკლამებს არ შეხვდებით
2 / 19
მომავალ არჩევნებს გვახსენებს ავტობუსის გაჩერებებიც
3 / 19
ყველაზე მეტი ბანერი ქალაქში, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიის არის
4 / 19
მმართველ პარტიასთან მეტოქეობას ცდილობს მოძრაობა „ლელო“ - არის რაიონები, სადაც მათი უზარმაზარი ბანერები „ქართული ოცნების“ ბანერების მოპირდაპირედაა განთავსებული
5 / 19
ზოგან წინასაარჩევნო პლაკატები ვანდალიზმსაც ემსხვერპლა
6 / 19
არც ისე წარმატებული ადგილი პლაკატისათვის - „ლელოს“ ბანერი ბოძზე სანაგვე ურნის გვერდით
7 / 19
რუსთაველის გამზირზე ყველა ღობეზე იხილავთ წინასაარჩევნო რეკლამებს - ცარიელი ადგილის პოვნა აქ შეუძლებელია
8 / 19
ავლაბარში ასევე ცდილობენ პოტენციური ამომრჩევლის ყურადღება მიიპყრონ ათობით პლაკატით
9 / 19
სიტუაცია, როდესაც ალტერნატივა არ არსებობს, ან ფული არ არის საკმარისი. ეკა ბესელიას ერთადერთი პლაკატი ქალაქის ცენტრში. ის საკუთარ პარტიას „სამართლიანობისათვის“ წარმოადგენს
10 / 19
არანაკლებ დიდი ბანერები აქვს „ევროპულ საქართველოსაც“
11 / 19
თუმცა „ქართული ოცნების“ ბანერები უფრო დიდებია
12 / 19
ქალაქში ასევე შეხვდებით „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დიდ ბანერსაც
13 / 19
და კიდევ უფრო დიდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატს
14 / 19
მათ არ ჩამორჩებათ „პატრიოტთა ალიანსი“
15 / 19
შედარებით მოკრძალებული ზომის პლაკატი და ადგილი არჩია „ლეიბორსტულმა პარტიამ“
16 / 19
მუნიციპალური ავტობუსები ასევე იქცა მოსიარულე რეკლამებად, რომლებზეც, ძირითადად, „ქართული ოცნების“ ბანერებია განთავსებული
17 / 19
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც პრემიერ-მინისტრობის საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს საზოგჰადოებას, რეკლამები მიკროავტობუსებზე განათავსა
18 / 19
„ქართულ ოცნებას“ უპირატესობა აქვს სწორედ იმიტომ, რომ ავტობუსები სწორედ მათი პარტიის ფერისაა
19 / 19
მაშ ასე, არჩევნები ახლოვდება და სულ ცოტა დრო რჩება იქამდე, სანამ შედეგებს შევიტყობთ