ნანიკო ხაზარაძე მეგობარ შვილთან ერთად გართობას არ წყვეტს. დედა-შვილს შესაშური დამოკიდებულება აქვთ და ერთმანეთის დიდი მესაიდუმლეებიც არიან. ნანიკო ხაზარაძის განცხადებით, შვილს არაფერში ზღუდავს. მხიარული ფოტო კი, ნანიკომ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და „ფოლოვერები“ სახალისო განწყობაზე დააყენა.
უსაყვარლესმა გოგონამ ლილუ ნუცუბიძემ სამსახური 16 წლის ასაკში დაიწყო. ყვავილებით დაინტერესებულმა თავისუფალმა და დამოუკიდებელმა სკოლის მოსწავლემ სამსახური თბილისის ცენტრში იპოვა. ამის შესახებ ნანიკო ხაზარაძემ საკუთარ გვერდზე სულ ცოტა ხნის წინ დაწერა. „ლილუ სამსახურში“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ლილუს დედა უზრუნველყოფს, გოგონამ საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო. ლილუ ნუცუბიძე გამყიდველად მუშაობს „ყვავილების ქარხანაში", რომელიც პეტრიაშვილის ქუჩის დასაწყისშია.
საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო ცნობილი სახეების შვილებს სოციუმში თავის დამკვიდრება უჭირთ. ეს სტერეოტიპი ნანიკო ხაზარაძეს და მის ლაღ ქალიშვილს არ ეხებათ. წარმატებული ტელეწამყვანის თქმით, ერთადერთ ქალიშვილს არასდროს არაფერს უკრძალავდა. მიუხედავად იმისა, რომ ნანიკო და ლილუს მამა ძალიან მალე დაშორდნენ, ნანიკომ ყველა ძალა მოიკრიბა და ცხოვრება შვილთან ერთად ახალი ფურცლიდან დაიწყო. ლილუ და ნანიკო, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. ტელეწამყვანსა და მის ქალიშვილს საოცარი მეგობრობა აკავშირებთ. ლილუ სკოლის მოსწავლეა, თუმცა დედა დამოუკიდებლობას არ უშლის.
„გასაყიდი გოჭი“,- ასე დაასათაურა უახლესი ფოტო ნანიკომ. „ვახ, რა ჯანზეა ლილუ!“; „ორი ერთნაირი. ღმერთმა დალოცა თქვენი დედაშვილობა...“; „რა საყვარლად ჰყავხარ მოგდებული...“- წერენ ნანიკოს მეგობრები.