საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 1941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26503-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 193-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26503-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10163 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3571 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.