საქართველოში კორონავირუსით კიდევ ხუთი პაციენტი გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 1759-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 24562-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 183-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1759-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 24562-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9751 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.