ყვითელი ამბები

თვითიზოლირებული თიკა ფაცაცია ბიზნესმენმა ქმარმა და სამმა ვაჟმა მოინახულეს – ემოციური ფოტო

„ვიზიტორები“ - ამ სათაურით გამოაქვყნა ფოტო თიკა ფაცაციამ. ტელეწამყვანი რამდენიმე დღეა თვითიზოლირებულია. მას ქმარმა და შვილებმა მიაკითხეს და სახლის სახურავიდან ეკონტაქტებიან. ემოციური ფოტო.
Sputnik

თიკა ფაცაციას ბიზნესმენ ქმარს საზოგადოებრივ ადგილებში გამოჩენა არ ხიბლავს. თიკა მეუღლესთან ერთად ძალიან იშვიათად ჩნდება. ახლა მან მონატრებულ ქმარ-შვილს ფოტო თვითიზოლაციის პირობებში გადაუღო. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი დაბადების დღეც განსხავავებულად, ოთახში გამოკეტილმა აღნიშნა.

„ვიზიტორები“ – ამ წარწერით ფოტო ამშვენებს თიკას გვერდს. ემოციურ სურათზე ტელეწამყვანის სამი ვაჟი და ქმარი ჩანან, რომლებიც დიდი დისტანციის დაცვით ოჯახის ულამაზესი წევრის მოსანახულებლად მივიდნენ.

დაუჯერებელია, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ თიკა ფაცაციას 38 წელი შეუსრულდა. მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარი გარეგნობით უამრავ ადამიანს ხიბლავს. სამი ვაჟის დედა შეუდარებლად გამოიყურება და ამაზე არავინ დავობს. სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მისი Instagram-გვერდი ულამაზესი კადრებითაა სავსე. განსაკუთრებულ ყურადღებას თიკას ოჯახი იქცევს. „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღის“ წამყვანი გასტროლებზე სხვადასხვა ქვეყნებში მიემგზავრება.

თიკა ფაცაცია დახვეწილი მანერებითა და ქარიზმით დიდ ყურადღებას იპყრობს. ყოფილი მოდელის ძველ ფოტოებზე თიკას ბუნებრივი სილამაზე კარგად ჩანს. ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, მომღიმარი, ულამაზესი ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი გულგრილს არავის ტოვებს. ყველას აინტერესებს თიკა ფაცაციას ყოველდღიური ცხოვრება. მისი მიმზიდველი გარეგნობა, ჩაცმულობა, დახვეწილი მანერები და საუბრის სტილი უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. თიკას ტელეეკრანზე გამოჩენა დიდი ზეიმია და ამ გადაცემებს რეიტინგიც შესაბამისი აქვს.