თბილისში ზვიად ციკოლიას მაღაზია გატეხეს

არასრულწლოვნებმა რაიმეს წაღება ვერ მოასწრეს, რადგან ცნობილი დიზაინერის მაღაზიაში განგაშის სიგნალი ჩაირთო.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ორი არასრულწლოვანი ცნობილი ქართველი დიზაინერის ზვიად ციკოლიას საიუველირო მაღაზიის გაქურდვას შეეცადა, ინციდენტის შესახებ ციკოლიამ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

მაღაზიის მეპატრონემ ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელშიც გარკვევით ჩანს, თუ როგორ შევარდა ორი ახალგაზრდა მაღაზიაში. ინიდენტი თბილისის ცენტრში, ბამბის რიგში მოხდა. 

„არასრულწლოვნების პრობლემა როდის უნდა მოგვარდეს? ეს ჩვენი ბუტიკია დღეს დილით", – დაწერა ზვიად ციკოლიამ.

კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება ერთ-ერთი მათგანი სალაროს, მეორე კი ვიტრინის შუშის ჩამსხვრევას ცდილობს. თუმცა, მათ რაიმეს წაღება ვერ მოახერხეს, რადგან მაღაზიაში განგაშის სიგნალი ჩაირთო.