დღის სტატისტიკა: კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9751 ადამიანი, გარდაიცვალა – 183, კარანტინის რეჟიმშია 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1759-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 24562-ს მიაღწია, ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 686 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან აჭარაში 487, იმერეთში – 356 შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ხუთი პაციენტი გარდაიცვალა

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ქვემო ქართლში – 36, შიდა ქართლში – 35, გურიაში – 17, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 69, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 30, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი შვიდი შემთხვევაა გამოვლენილი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 183-მდე გაიზარდა.

სიჭინავას განცხადებით, სულ საავადმყოფოებში ამ დროისათვის მკურნალობს 3 234 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 577, აჭარაში – 641.

„დღევანდელი მდგომარეობით, მძიმე პაციენტია 397, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 82 პირი, აქედან თბილისში – 53, აჭარაში – 12“, – განაცხადა სიჭინავამ.

კოვიდ-სასტუმროში იმყოფება 2 025 პირი, მათ შორის, 1 110 – აჭარაში, ხოლო 676 – თბილისში. 9 162 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო მონაცემებით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4 263 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 836, აჭარაში – 2 205.  სულ  6-22 ოქტომბრის პერიოდში საზღვრიდან სასტუმროებში გადაყვანილია 7 583 პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 25 759 პირი, საიდანაც თბილისში – 3 243, აჭარაში – 10 852, იმერეთში – 3 521.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9751 ადამიანი, გარდაიცვალა – 183, კარანტინის რეჟიმშია 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.