„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – პარტიის შესახებ

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლების მიერ დაფუძნებულ პარტიაზე
Sputnik

 

საქართველოში რიგით მეორე ოპოზიციური პარტია - ყველაზე მსხვილი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიაა.

დაფუძნებულია 1999 წელს პოლიტიკოს გიორგი წერეთლის მამის, ნუგზარ წერეთლის მიერ, თუმცა 2016 წლამდე არ უაქტიურია, ვიდრე პარტიაში ყოფილი მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არ გადავიდნენ. მოდერნიზებული პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პრეზენტაცია 2017 წლის 30 იანვარს გაიმართა.

„ევროპული საქართველოს“ ძირითადი წინასაარჩევნო დაპირებები>>>

– პარტიის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში 21 ადგილი ეკუთვნით. პარლამენტში ისინი „ნაცმოძრაობის“ შემადგენლობით მოხვდნენ.

– თითქმის ოთხწლიანი არსებობის განმავლობაში პარტიას სერიოზული ტრანსფორმაცია არ განუცდია, არამედ მხოლოდ გაძლიერდა - 2017 წელს მას შეუერთდა „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერი, ციხიდან გამოსული თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელმაც სასჯელი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის მოიხადა.

– პარტიამ მოასწრო მონაწილეობა ორ არჩევნებში და მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.  

წელიარჩევნების სახეობახმების რაოდენობაამომრჩევლების წილი
2017ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების  156 23210,4%
2018საპრეზიდენტი 174 849  10,97%

 – პარტიის ლიდერები და გამორჩეული ფიგურები არიან: გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, გიორგი წერეთელი, დავით ბაქრაძე, ელენე ხოშტარია, ოთო კახიძე.

– პარტია ოპოზიციის კოალიციის მხარდამჭერია. მას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციებში.

„მწვანე“ ეკონომიკა, სპორტული ბავშვები და უარი ნატოზე: საინტერესო წინასაარჩევნო დებატები>>>

– პარტია „ევროპული საქართველოს“ სახელს უკავშირდება საპროტესტო აქციის მხარდაჭერა იმ დროისთვის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, კონფლიქტი „ნაცმოძრაობასთან“ და დამდეგ საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში ოპოზიციის ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების წამოყენების იდეა.

– არჩევნებზე პარტია მიდის „2" ნომრით, ლოზუნგით: „შენი კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის“.

– პარტია ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზის გაგრძელების, ასევე რუსეთთან მხოლოდ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკების წარმოების პირობას დებს.

 – „ევროპული საქართველოს“ რეიტინგი ბოლო თვეებში ჩატარებული სხვადასხვა გამოკითხვის შედეგად: 

გამოკითხვარეიტინგი
 IRI  4%
 Gorbi4,8%
 Ipsos  6,9%
 Edison Research5%
 Survation  5,2%