ყვითელი ამბები

ელენე მახარაშვილს ფილმში სრულიად შიშველს იღებენ – ფოტო გადასაღები მოედნიდან

ცნობილი მოდელი და ცნობილი მსახიობის მეუღლე ელენე მახარაშვილი ერთ-ერთ ფილმში, სავარაუდოდ, თამამ სცენებში გამოჩნდება.
Sputnik

ცნობილ მოდელს ელენე მახარაშვილს ფილმში იღებენ, სადაც კადრებში, სავარაუდოდ, შიშველი გამოჩნდება. ფილმის გადაღების პროცესი ასევე მოდელმა და მისმა მეგობარმა ნინი ნებიერიძემ „ინსტაგრამის“ გვერდზე განათავსა. გადაღებები საბერძნეთში, ერთ-ერთ კუნძულზე მიმდინარეობს და გოგონები თითქმის ორი თვეა იქ არიან.

 

ელენე მახარაშვილი და ნინი ნებიერიძე წლებია ოჯახებით მეგობრობენ. ნინი ნებიერიძე დაოჯახებულია მილიონერ თემურ უგულავაზე და ორი შვილი – თემურიკო და ტოკიო ჰყავს. რაც შეეხება ელენეს, მისი მეუღლე ცნობილი ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძეა. წყვილი ამერიკაში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ზაფხულს ყოველთვის საქართველოში, ახლობლების გარემოცვაში ატარებს.

მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ, რომელიც პოპულარული რეზო გიგინეიშვილის ფილმ „მძევლების“ შემდეგ გახდა, მოდელ ელენე მახარაშვილზე ორი წლის წინ ნიუ-იორკში იქორწინა. ირაკლი კვირიკაძე მსახიობ ნინო ქორიძის უფროსი ვაჟია და ცნობილი არქიტექტორის, „ღიმილის ბიჭების“ ვარსკვლავ კახა ქორიძის უფროსი შვილიშვილი.