ყვითელი ამბები

ბიჭოლა თეთრაძის ძვირადღირებული დასვენება დუბაიში – გლამურული ფოტოსესიის დეტალები

პანდემია ვარსკვლავებს ხელს არ უშლის. ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად, ბიჭოლა თეთრაძემ უკრაინა დატოვა. როგორ და ვისთან ერთად მოგზაურობს ბიჭოლა?
Sputnik

პანდემია და ახალი რეგულაციები ვარსკვლავებს ხელს დიდად არ უშლის. ბევრმა ცნობილმა სახემ მოახერხა საზღვარგარეთ გამგზავრება და ახალი მოგზაურობის დაწყება. მათ შორის აღმოჩნდა დიზაინერი ბიჭოლა თეთრაძე. მან უკრაინიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაინაცვლა და ცეცხლოვანი შვებულება მოიწყო. როგორც ჩანს, უკრაინაში მოღვაწე დიზაინერი დასასვენებლად ცნობილ უკრაინელ მომღერლებთან ერთად გაემგზავრა.

ბიჭოლა თეთრაძის არაორდინალური იდეები არავის აკვირვებს. რამდენიმე წლის წინ დიზაინერი უკრაინაში გადასახლდა და მას მერე უკრაინელ პოპ-შემსრულებლებს, მსახიობებსა და დიჯეებს დაუმეგობრდა. მათ შორის არის მომღერალი სვეტლანა ლობოდა, რომელიც ცნობილ ეპატაჟურ ჯგუფ „ვიაგრაში“ მღეროდა. ახლა სოლო კარიერა აქვს და ბიჭოლა გასტროლებზე ხშირად თან ახლავს.

აღსანიშნავია, რომ ანუკი არეშიძე და ბიჭოლა 2014 წლამდე ერთად მუშაობდნენ, მაგრამ მათ შორის განხეთქილებამ ორი დიზაინერი ერთმანეთს დააშორა. დიზაინერებმა ერთობლივი მაღაზია კიევის ცენტრში გახსნეს, რომელსაც „ანუკი ბიჭოლა“ დაარქვეს. მისმა ხელით შექმნილმა სამოსმა მოწონება დაიმსახურა. უკრაინელი მოდის მოყვარულები ბიჭოლას ჩვენებებს დიდი სიხარულით ესწრებიან. დახვეწილ კაბებს ქართველი და უკრაინელი სუპერმოდელები ირგებენ.

ბიჭოლას, იგივე ანზორ თეთრაძის პოპულარობის გარანტია მხოლოდ პროფესია არ გამხდარა. მისივე არაორდინარული, ექსცენტრიკული ჩაცმულობა, ქცევა, მანერა ხშირად განიხილებოდა. საზოგადოების ყველაზე დიდი ყურადღება და მოდის მიმდევრების მხრიდან მისი აღიარება მის მიერ შექმნილმა „ბალიშების“ კოლექციამ გამოიწვია. მან სამოსსა თუ აქსესუარებზე დაამაგრა პატარ-პატარა ბალიშები და ერთგვარად სიახლე შეიტანა მოდის ტენდენციებში.