ახალციხეში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

ხანძარი ხუთსართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი საწოლს და მის გარშემო იატაკს ეკიდა.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ახალციხეში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ხანძარი დიდიმამიშვილის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიან სახლში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი საწოლს და მის გარშემო იატაკს ეკიდა. ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ბინაში შუახნის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია.