ყვითელი ამბები

ევა ბარბაქაძის ახალი ტატუ – შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა მკლავი მოიხატა

ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა.
Sputnik

მსახიობისა და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის გოგონამ ტატუს გაკეთება გადაწყვიტა. ევამ პროცესის ამსახველი ფოტო, სადაც ტატუმასტერი მას მკლავს უხატავს, „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა. ტატუების სიყვარულით მისი დედაც გამოირჩევა.

ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა.

ახლა მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. შორენამ ახალი გადაცემა წამოიწყო. „შორენას ეფექტი“ - ასე ჰქვია მის თოქშოუს, რომელიც გადის ეთერში. მსახიობი და ტელეწამყვანი სხვადასხვა პრობლემის მქონე გოგონებს საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენაში დაეხმარება.

ბოლო პერიოდის მანძილზე დედა-შვილს სულ უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა – სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ევა ბარბაქაძე ფოტოსესიებში მონაწილეობს და ხშირად მაკიაჟით ჩანს, მისი ბუნებრივი სილამაზის ნახვა ევას ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი. მსახიობის ქალიშვილმა Instagram-ის გვერდი სულ ახლახან შექმნა, მაგრამ მას უკვე 87 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს.

დედასთან შედარებით თამამი ფოტოებით არ გამოირჩევა. ფაქტია, ევა დღითი დღე მეტად მშვენიერი ხდება. თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ეშხითა და მომხიბლავი გარეგნობით სექსუალური დედაც კი დაჩრდილა.