წულუკიანი: ოპოზიციას აწყობს რაც უფრო მეტი ქაოსი და დაპირისპირება იქნება

მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
Sputnik
წულუკიანი: ოპოზიციას აწყობს რაც უფრო მეტი ქაოსი და დაპირისპირება იქნება
„შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ოპოზიციას აწყობს რაც უფრო მეტი ქაოსი, მეტი დაპირისპირება, ტყუილზე დაფუძნებული განცხადებები და სპეკულაციები იქნება. მე მინდა, პირველ რიგში, როგორც კანდიდატმა, ჩვენს ამომრჩეველს მივმართო, რომ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს“, – ამბობს თეა წულუკიანი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 48 პარტია და ორი ბლოკი. მოსახლეობა აირჩევს 150 დეპუტატს – 120-ს პროპორციული და 30-ს – მაჟორიტარული სისტემით. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ პროპორციული სისტემით შეძლებენ ხმის მიცემას.