თავდამსხმელმა 20-მდე მძევალი აიყვანა, რის შემდეგაც ნახევარი მილიონი დოლარი და ვერტმფრენი მოითხოვა.
ბოროტმოქმედი შეიარაღებული იყო ავტომატითა და ხელყუმბარით. ის იმუქრებოდა მისი აფეთქებით, თუ სამართალდამცველები შენობის შტურმით აღებას გადაწყვეტდნენ. მძევლებს შორის იყვნენ ბანკის თანამშრომლები და კლიენტები.
ადგილზე ოპერატიულად მივიდა ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი. მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გვიან საღამოს დასრულდა – როგორც ქართული ტელეარხები იუწყებიან, თითქმის ყველა მძევალი გათავისუფლებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი.