COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19-მა მორიგი რეკორდი დაამყარა: ჯანმომ ერთი კვირის შედეგები გამოაქვეყნა

ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება სულ 40 783 641 ადამიანს გამოუვლინდა, საიდანაც 1 124 753 გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსი 2,4 მლნ ადამიანს დაუდასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მასალებში.

ჯანმოში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ პრობლემაზე ალაპარაკდნენ
„COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა დაჩქარებულად იზრდება, თუმცა ახალი სიკვდილიანობის რაოდენობა შედარებით სტაბილური რჩება... ბოლო კვირაში დარეგისტრირებულია ინფიცირების 2,4 მლნ-ზე მეტი და სიკვდილის 36 ათასი შემთხვევა“, — აღნიშნულია ორგანიზაციის საინფორმაციო ბიულეტენში.

ამასთან, ყველაზე მძიმე ეპიდემიური ვითარება შეინიშნება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, სადაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 18,8 მლნ კაცს გადააჭარბა.

რაც შეეხება ევროპას, გასულ კვირაში იქ დაავადების 25%-იანი ზრდა შეინიშნებოდა — ინფიცირებულთა რაოდენობამ 927 ათასით მოიმატა და საერთო რიცხვმა 8 მილიონზე მეტი ადამიანი შეადგინა.

ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება სულ 40 783 641 ადამიანს გამოუვლინდა, საიდანაც 1 124 753 გარდაიცვალა.