ყვითელი ამბები

„რა დამპალი ხარ...“ – სახალისო ვიდეო, როგორ განასახიერა ზურა ყიფშიძემ ყოფილი რძალი

კრისტიმ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ასახიერებს მას ყოფილი მამამთილი, ცნობილი მსახიობი ზურა ყიფშიძე.
Sputnik

კრისტი ყიფშიძის განუმეორებელი გარეგნობა და ბუნებრივი სილამაზე გულგრილს არავის ტოვებს. მოდელის გენეტიკური სილამაზე თვალშისაცემია. ძველი და ახალი ფოტოების შედარებისას მარტივად მიხვდებით, რომ ყიფშიძეების ყოფილი რძალი პლასტიკური ქირურგიის მოყვარული არ არის.

მსახიობი გიორგი ყიფშიძე კრისტი ყიფშიძეზე ადრეულ ასაკში დაქორწინდა. თბილისში გაზრდილი სომხური წარმომავლობის მოდელი უცხო გარეგნობით გამოირჩევა. მას ხშირად ესპანელ მსახიობს პენელოპა კრუზს ადარებენ. წყვილს ერთი ქალიშვილი ნატალია ყიფშიძე ჰყავს, რომელმაც სკოლა ახლახან დაამთავრა და მომავალი ციფრულ მედიას დაუკავშირა.

კრისტიმ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ასახიერებს მას ყოფილი მამამთილი, ცნობილი მსახიობი ზურა ყიფშიძე. ვიდეო ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „მელომანიდანაა“, სადაც სტუმრად მამა-შვილი ზურა და ლენუკა ყიფშიძეებიც იყვნენ მიწვეული. ზურას მხოლოდ მიმიკებით და მოძრაობებით უნდა განესახიერებინა პიროვნება, რომ მის შვილს გამოეცნო და ქულა მოეპოვებინათ.

„ჩემი ყოფილი რძალი? რა დამპალი ხარ ზურა“ – გაეცინა ლენუკას მამის მოძრაობებზე. ზურას ქმედებამ გადაცემის წამყვანი და სტუმრებიც ძალიან გაახალისა.

მსახიობ ზურა ყიფშიძის ოჯახის მიმართ ყურადღება არასდროს წყდება. მით უმეტეს, მის ოჯახში ახალი თაობა იზრდება, რომელთაც უკვე არანაკლებად იცნობენ. ზურა ყიფშიძეს ორი შვილი – გიორგი და ლენუკა ჰყავს. და-ძმა ნაადრევად დაოჯახდა და ახლა ერთი ასაკის შვილები ჰყავთ.