მსოფლიო დღეს

დონალდ ტრამპი: ამერიკის შეიარაღების დონეს ჯერ არავინ მიახლოებია

დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკული ჰიპერბგერითი რაკეტები „შვიდჯერ უფრო სწრაფია“ თავის ანალოგებთან შედარებით და, შესაბამისად, საუკეთესოა მსოფლიოში.
Sputnik

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკული ბირთვული იარაღი მოდერნიზებულია ისეთ დონემდე, რომლისთვისაც არც ერთ სხვა ქვეყანას არ მიუღწევია, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არიზონაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

„შეიარაღებული ძალების განვითარებაში ჩვენ 2,5 ტრილიონი დოლარი ჩავდეთ. ჩვენ საუკეთესო ტექნიკა გვაქვს მსოფლიოს სხვა ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით. ჩვენ განვაახლეთ ბირთვული იარაღი იმ დონემდე, რომელსაც ჯერ არავინ მიახლოებია“, — აღნიშნა ამერიკის ლიდერმა.

მისი თქმით, ამის გამო ჩინეთსა და რუსეთს შურთ შეერთებული შტატებისა.

​ამასთან დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკული ჰიპერბგერითი რაკეტები „შვიდჯერ უფრო სწრაფია“ თავის ანალოგებთან შედარებით და, შესაბამისად, საუკეთესოა მსოფლიოში.

მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „სუპერ რაკეტის“ შექმნაზე მუშაობს, რომელიც „ყველაზე სწრაფი იქნება მსოფლიოში“, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.