სასტუმრო Holiday Inn თბილისში კოვიდ-სასტუმროდ გადაკეთდა

სასტუმრო შეასრულებს მიკროსაავადმყოფოს ფუნქციას იმ ინფიცირებული პაციენტებისათვის, რომლებსაც დაავადება მსუბუქი ფორმით აქვთ
Sputnik

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის სასტუმრო Holiday Inn კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს, განუცხადა ჟურნალისტებს „აჭარა ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს წევრმა ნინო ზამბახიძემ.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ზამბახიძემ ეს განცხადება გააკეთა შეხვედრის შემდეგ, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა.

„ეს ჩვენის მხრივ, როგორც ბიზნესისთვის ძალიან კარგია და ამავდროულად კომფორტულ ზონას უქმნის ადამიანებს, რომელთაც უსიმპტომოდ ან სუსტად აქვთ ეს დაავადება გამოვლენილი და არ შეუძლიათ თვითიზოლაციაში წასვლა, მათ საშუალება აქვთ, კომფორტულ გარემოში გადაიტანონ ეს დაავადება“, - განაცხადა ზამბახიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1194-ით გაიზარდა და 19857-ს მიაღწია, გარდაიცვალა 15 ადამიანი, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო