ყვითელი ამბები

„ამ ტვინით რამდენს ბედავს“ – ნინი ბადურაშვილი მორიგ სკანდალში გაეხვა

სექტემბერში ნინი გადაცემა „კაცების შოუს” სტუმარი იყო. „ფეისბუქზე“ კომენტარებში ერთი გოგონას მიწერილ კომენტარს – „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, ნინიმ ასე უპასუხა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!” და თან გოგონას ფოტო დაუდო.
Sputnik

მომღერალი ნინი ბადურაშვილი „ფეისბუქ-პოსტის“ გამო ისევ სკანდალში ეხვევა. მან კორონავირუსის სტატისტიკური მონაცემები ვერ გაიგო და ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

ნინი ბადურაშვილმა კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკის ვებ-გვერდი worldometers.info „დასქრინა“, სადაც საქართველოში კოვიდ-ინფიცირების ჯამური მაჩვენებლები იყო მოტანილი.

„რა ხდება 14 440 შემთხვევა რატომ წერია?!“ – იკითხა ნინიმ, თუმცა პოსტი რამდენიმე წუთში წაშალა. რადგან ბულინგის მსხვერპლი გახდა.

ნინის ხელმომწერებმა უმალ გაახსენეს „ვიდის” სკანდალი და დაუწერეს კომენტარი: „ვიდით არა, მაგრამ ამ ტვინით რამდენს ბედავ?“.

სექტემბერში ნინი გადაცემა „კაცების შოუს” სტუმარი იყო. „ფეისბუქზე“ კომენტარებში ერთი გოგონას მიწერილ კომენტარს – „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, ნინიმ ასე უპასუხა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!” და თან გოგონას ფოტო დაუდო. თუმცა, ნინიმ მოგვიანებით მას ბოდიში მოუხადა.