ნათია მეზვრიშვილი: არ ვაპირებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესებას
© Sputnik
„არ ვაპირებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუიდვების დაწესებას, იმიტომ რომ ამას უბრალოდ ვეღარ გაუძლებს ქვეყნის ეკონომიკა. ამიტომ გთხოვთ კიდევ ერთხელ, მოვითხოვთ, მოგიწოდებთ, გემუდარებით... რაც გინდათ ის დავარქვათ ამას, ოღონდ წესები დავიცვათ მაქსიმალურად“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით რესტორნები თბილისსა და იმერეთის რეგიონში 16 ოქტომბრიდან მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ – მათ სტუმრების მომსახურება მხოლოდ ღამის 10 საათამდე შეუძლიათ. იქიდან გამომდინარე, რომ მოქალაქეებმა თბილისიდან მცხეთის რესტორნებში გადაინაცვლეს, დღეიდან ეს შეზღუდვა მცხეთის მუნიციპალიტეტზეც ვრცელდება.