ყვითელი ამბები

„ემოციური ფონი მაქვს...“ – ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემაში იტირა – ვიდეო

ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ მიერ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი.
Sputnik

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ტელეწამყვანი და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი რამდენიმე დღეა წყალტუბოში ცხოვრობს და ამომრჩეველთან ყოველდღიური შეხვედრები აქვს.

ტელეწამყვანმა წყალტუბოში უმასპინძლა გადაცემა „შენი დილის” ჟურნალისტს რუბრიკაში „დილის ყავა”, სადაც სხვადასხვა საინტერესო დეტალებზე ისაუბრა. ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემაში შვილებზე მარიამ გეგუჩაძეზე და საბა კოდუაზეც ისაუბრა, თუმცა მოულოდნელად ატირდა.

მისი თქმით, თუ რამეში ბოლომდე შედგა, ეს არის დედობა და ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ მისი შვილები ასეთები ყოფილიყვნენ. ნანუკამ აღნიშნა, რომ ძალიან კარგი შვილები ჰყავს – მარიამი მიზანდასახული, მშრომელი და არაპოპულისტია, ხოლო საბა – ძალიან კეთილი, რითიც ძალიან ამაყობს.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ მიერ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი.

ამის შესახებ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 23 სექტემბერს რეგიონებში მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. მანამდე პარტია აღნიშნულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად გენერალ დევი ჭანკოტაძეს მოიაზრებდა, თუმცა ის ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩაანაცვლა.