მიხეილ ჩხენკელი: სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, გადავლენ დისტანციურ რეჟიმში

სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
Sputnik
მიხეილ ჩხენკელი: სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, გადავლენ დისტანციურ რეჟიმში
„როგორც იცით, საარჩევნო უბნები განთავსებულია ზოგიერთ სკოლაში. არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს (მომავალი კვირის - რედ.) ის სკოლები, სადაც არის საარჩევნო უბნები, დროებით გადავლენ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის დროებითი მხოლოდ იმ სკოლებისთვის, სადაც საარჩევნო უბნებია და ეს არის იმისთვის, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდეს“, – განაცხადა ჩხენკელმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი.