ყვითელი ამბები

„რა ლამაზები ხართ!“ – ასე აღნიშნეს რატი დურგლიშვილმა და ირინა ონაშვილმა „თბილისობა“

ასე აღნიშნეს ცნობილმა სახეებმა „თბილისობა“. ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი რატი და ირინა „ქსოვრელების“ ფონზე პოზირებენ. ნახეთ როგორ გამოიყურებიან ვარსკვლავები ერთად.
Sputnik

მიუხედავად იმისა, რომ წელს ერთ-ერთი ყველაზე ფერადი და მრავალფეროვანი დღესასწაული „თბილისობა“ პანდემიის გამო გადაიდო, ცნობილმა სახეებმა ქალაქის დღის აღნიშვნა მოახერხეს. მათ შორის აღმოჩნდნენ რატი დურგლიშვილი და ირინა ონაშვილი. „სამოსელი პირველის“ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ვარსკვლავები ქალაქის ძველ უბნებში გამოჩნდნენ და დაუვიწყარი ფოტოსესია მოაწყვეს.

ირინა ონაშვილს ქართული ტრადიციული სამოსი ძალიან მოუხდა, ამას მისი თაყვანისმცემლებიც აღნიშნავენ. რატი დურგლიშვილი კი, სამსახიობო ნიჭის დამსახურებით, როლშიც კი შეიჭრა და ფოტოში ძველი თბილისელივით ყანწით ხელში პოზირებს. ცნობილ სახეებს უკანა ფონს „ქსოვრელები“ უმშვენებენ. ფოტოებმა მოწონება დაიმსახურა როგორც ირინას თაყვანისმცემლებისგან, ასევე რატის გულშემატკივრებისგან.

ცნობილია, რომ ახალგაზრდა შემსრულებელმა ცხოვრება სასურველ ქალბატონს ვერ დაუკავშირა. მიუხედავად იმისა, რომ რატი დურგლიშვილი ქართველი მსმენელის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შემსრულებელია, დღემდე მარტოა. თუმცა არტისტმა საკუთარი ცხოვრება კარიერას და უზრუნველყოფილ ცხოვრებას მიუძღვნა. რატი დურგლიშვილი ქართულ შოუბიზნესში ყოველთვის სიმპათიურ მამაკაცად მიიჩნეოდა, ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ რჩება.