ქართველმა მარიამ ბონდარენკომ Ты супер!-ის ჟიური აღაფრთოვანა და შემდეგ ტურში გადავიდა

საქართველოს წარმომადგენელმა, 15 წლის მარიამ ბონდარენკომ პროექტში Ты супер! კონკურსის მომდევნო ტურში გადასვლის შემდეგ იტირა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, რატომ ვერ შეიკავა ახალგაზრდა მომღერალმა ცრემლები და რაზე ისაუბრა მან შოუს დასრულების შემდეგ.
Sputnik

გოგონამ თქვა, რომ ის კონკურსის სხვა მონაწილეებსაც გულშემატკივრობდა. მარიამმა პროექტში შეასრულა რიანას სიმღერა Diamonds, ჟიურის ყველა წევრმა კი მწვანე ღილაკს დააჭირა ხელი.

მარიამის თქმით, ის სცენაზე გასვლამდე ძალიან ნერვიულობდა – ეს მისი პირველი გამოსვლა იყო. კულისებში გოგონას ელოდა დედა, რომელმაც ასევე ვერ შეიკავა ემოციები, როდესაც ცნობილმა რუსმა პროდიუსერმა იგორ კრუტოიმ მარიამ ბონდარენკო დაასახელა და კონკურსის მეორე ტურში გადაიყვანა.

ტელეარხზე НТВ საერთაშორისო ვოკალური პროექტის Ты супер! მეოთხე სეზონი მიმდინარეობს, რომელიც მხარს უჭერს მშობლების მზრუნველობამოკლებულ ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას.

საქართველო ამ პროექტში მესამედ მონაწილეობს, პირველ სეზონში საქართველოს წარმოადგენდა ნანა ვარძელაშვილი ქარელიდან, მესამეში კი – თეკლა ეკალაძე თბილისიდან.

საერთაშორისო კონკურსს Ты супер! მართავენ ტელეკომპანია НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.