მსოფლიო დღეს

ოქტომბრის მაგნიტური ქარიშხლების პროგნოზში კორექტივები შევიდა: ცნობილია ახალი მონაცემები

მანამდე მეცნიერები წერდნენ, რომ ოქტომბრის ბოლოს ყველაზე მშფოთვარე და სახიფათო დღეები იყო მოსალოდნელი.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის სწავლულებმა კორექტივები შეიტანეს ოქტომბრის ხანგრძლივი მაგნიტური ქარიშხლების პროგნოზში, რომელიც მანამდე თავადვე გამოაქვეყნეს, იუწყება РИА Новости.

მოემზადეთ ხანგრძლივი მაგნიტური ქარიშხლებისთვის: ცნობილია ოქტომბრის სახიფათო დღეები

ახალი მონაცემებით, მაგნიტური ქარიშხალი პროგნოზირებულზე 24 საათით გვიან დაიწყება და იმაზე უფრო სუსტი იქნება, ვიდრე მანამდე იყო ნავარაუდევი.

ახალი პროგნოზის თანახმად, მაგნიტური ქარიშხალი არა 21, არამედ 22 ოქტომბერს დაიწყება და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამასთან, მისი დონე იქნება არა G2, არამედ G1.

მაგნიტური ქარიშხლების კლასიფიკაცია სულ ხუთ დონეს მოიცავს, საიდანაც G1 ყველაზე დაბალია, ხოლო G5 — ყველაზე მაღალი.

მიიჩნევა, რომ სუსტ ქარიშხალს ენერგოსისტემებში მსუბუქი დარღვევების პროვოცირება და ასევე ცხოველებისა და ფრინველების მიგრაციაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. უფრო ძლიერი ქარიშხლები კი სერიოზულ დარღვევებს იწვევს ენერგოსისტემებში და ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.