ყვითელი ამბები

ნანუკა გუდავაძის მორიგი გლამურული ფოტოსესია – როგორ გამოიყურება წონაში დაკლებული მოდელი?

მშობიარობის შემდეგ ნანუკა გუდავაძემ არასასურველი კილოგრამები ეფექტურად დაიკლო. ფოტომოდელმა შეუდარებელი ფოტოსესია მოაწყო. უახლესი ფოტოები აღფრთოვანებას იწვევს. ნახეთ როგორ გამოიყურება თეთრ კაბაში გამოწყობილი ფოტომოდელი.
Sputnik

ნანუკა გუდავაძისა და ბერა ივანიშვილის სოციალური ქსელის გარშემო აჟიოტაჟი არ წყდება. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ეს წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის გამო ბერამ და ნანუკამ გასართობ აპლიკაცია „ტიკ-ტოკზე“ საკუთარი გვერდი შექმნეს და მულტიპლიკაციურ ვიდეოებსაც იღებენ. სულ რამდენიმეწამიანი ვიდეოები საკმაოდ რეიტინგული აღმოჩნდა. „ტიკ-ტოკზე“ გადაღებული ვიდეოებით ვარსკვლავურმა წყვილმა ბრაზილიელი, ამერიკელი, პორტუგალიელი თაყვანისმცემლები გაიჩინა.

ნანუკა გუდავაძე კი პირადი ფოტოგრაფის გარეშე დასასვენებლად არ მიდის. უახლესი გლამურული ფოტოები ახალბედა დედამ, სავარაუდოდ, ისევ შეკვეთილიდან გამოაქვეყნა. ულამაზეს და გამორჩეულ ფოტოებს ნანუკა გუდავაძის და, ბერა ივანიშვილი და ნანუკას მამაც გამოეხმაურნენ. სამ განსხვავებულ ფოტოს 17 ათასამდე მოწონება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნანუკას მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.

მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ – ქალების ცხოვრება, რომლებმაც საპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგეს, სწორედ ასე იყოფა. ამბობენ, რომ ქალი განსაკუთრებულად ლამაზი მშობიარობის პერიოდშია. არასასურველი კილოგრამების მომატებაზე ბევრი მათგანი წუწუნებს, თუმცა ახალშობილის გაჩენის შემდეგ ყურადღება მხოლოდ მზრუნველობაზე გადააქვთ. ასე აღმოჩნდა ნანუკა გუდავაძის შემთხვევაშიც. დაოჯახებამდე ლამაზმანი სამოდელო სფეროთი იყო გატაცებული, ფოტოსესიებსაც ხშირად აწყობდა. ახლა მისი ყოველდღიურობა ყველაფრისგან გამორჩეულია. ბერას და ნანუკას სოციალური ქსელები ბერუკასთან გადაღებული შეუდარებელი კადრებით გამრავალფეროვნდა.

თუმცა ნანუკამ რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ბერუკა უკვე დამოუკიდებლად გადაადგილდება, საკუთარი თავისთვისაც მოიცალა. ფოტოებიდანაც გარკვევით ჩანს, რომ ყოფილმა მოდელმა წონაში საგრძნობლად დაიკლო და სასურველი ფორმები დაიბრუნა.

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყვილს – ნანუკა გუდავაძესა და ბერა ივანიშვილს ბიჭუნა, პატარა ბერუკა გასული წლის ნოემბრის ბოლოს შეეძინათ. ახალბედა დედა იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში, თუმცა ახლა აქტიურობას მოუმატა და ქმართან ერთად მისაბაძ კონტენტს ქმნის. ნათლობის შემდეგ წყვილი ბერუკას ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.