თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ფოთი-ხობის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალიდან თხილით სავსე მანქანა გაიტაცეს, იუწყება „პირველი არხი“.
ინციდენტი მაგისტრალზე დღის მეორე ნახევარში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომანქანა ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად „ცხელ კვალზე“ იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
თხილი საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდა, რომელიც ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში გადის.