საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი: სინოპტიკოსების პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, ამ დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება – მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ზღვის ღელვა.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

დღეიდან 21 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.

„19 ოქტომბერს დღის ბოლოდან 21 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს განმარტებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.