ყვითელი ამბები

„ბავარიელების ტრადიციულ სამოსს როგორ იხდენს“ – ნოე სულაბერიძემ ქალიშვილი საუცხოოდ გამოაწყო

ცნობილმა პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ ქალიშვილ ანასთან ერთად გადაღებული უსაყვარლესი ფოტო გამოაქვეყნა.
Sputnik

გადატვირთული გრაფიკისა და გაწერილი გადაღებების გამო ნოე სულაბერიძე ოჯახის წევრებთან ერთად იშვიათად ჩნდება. უმეტესწილად პროდიუსერი ოფიციალურ გვერდზე საქმიანი შეხვედრებისა და რეიტინგული „პრაიმ შოუს“ გადაღებების საინტერესო კადრებს ავრცელებს. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს, თან ასეთი თვალშისაცემი. ნოემ პატარა ანა სულაბერიძესთან ერთად გადაღებული უსაყვარლესი ფოტო გამოაქვეყნა.

წყვილი შვილთან ერთად ფოტოს ხშირად აქვეყნებდა, თუმცა ბავშვის სახეს დიდხანს საგულდაგულოდ მალავდნენ, ისევე, როგორც ტენდენციას აყოლილი სხვა ვარსკვლავები. შემდეგ კი გოგონას სილამაზემ სრულიად ინტერნეტ-მომხმარებელი აღაფრთოვანა – მას შემდეგ, რაც წყვილმა რამდენიმე თვის გოგონას გაქრისტიანება გადაწყვიტა.

ნოე მესამე შვილთან ერთად დაუვიწყარ დროს ატარებს და თითოეული წამით ტკბება. პატარა ანა სულაბერიძე დღითი დღე ლამაზდება. ნოეს გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოზე მისი თბილი დამოკიდებულება უმცროსი ქალიშვილისადმი გულს გაგითბობთ.

ჯანეტი და ნოე ერთობლივად და ცალ-ცალკე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ცნობილი პროდიუსერი და რეიტინგული გადაცემის ავტორი, უმშვენიერესი მოდელი და დიზაინერი ჯანეტ ქერდიყოშვილი შეუდარებლად გამოიყურებიან. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა.

როგორც პატარა ანას მშობლები იხსენებენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს. შოუბიზნესის მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ ტელესახესა და „პრაიმშოუს“ ავტორს უფროსი ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა მეუღლეებისგან და ორი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ.