მთვარის კალენდარი: 18 ოქტომბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

18 ოქტომბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია.

ენერგიული დღეა, საჭიროა აქტიურობა და მოქმედება. პასიურობა არარეკომენდებულია.

მორიელის დღე ძალზე ემოციურია, ადვილად ვლინდება გაღიზიანება, აგრესია, მოუთმენლობა, დეპრესიისადმი მიდრეკილება.

როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

მთვარე მორიელში ხელს უწყობს აზრების კონცენტრაციას და ამასთან ზრდის კრიტიკულობას. ეს საუკეთესო პერიოდია ყველაზე სარისკო და სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად.
რაც შეეხება ურთიერთობებს, ესაა ვნებებისა და არშიყის დრო. მთვარე მორიელში ხელს უწყობს მგზნებარე რომანების დაწყებას, ასევე, ის ურთიერთობებს მყარს საძირკველს უყრის.

მთვარე მორიელში თავის დაღს ასვამს ყველაფერს, მათ შორის ამ დროს დაწყებულ ურთიერთობებს. ეჭვიანობა, დაუსაბუთებელი წყენა თუ ბობოქარი აღტაცება – ეს და ბევრ სხვა რამ ახასიათებს ამ პერიოდს, თან ჭარბად.

რეკომენდებულია სიმტკიცის გამოჩენა, გარისკვა, აქტიურობა.

ახალმთვარეობა 16 ოქტომბერს და მისი გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე>>

არარეკომენდებულია ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, რადგან შესაძლებელია, ამას დანაკარგები მოჰყვეს. ასევე არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება.
ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

რეტროგრადული მერკური 14 ოქტომბრიდან და მისი გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

თმის შეჭრა, შეღებვა: მორიელის დღეს კარგია თმის შეღებვა, მაგრამ არა მკვეთრად განსხვავებულ ფერში. შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. თმის შეჭრა უფრო უპრიანი იქნება სუსტი თმისთვის, რადგან ის გაძლიერდება და მტკიცე გახდება.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: შეიძლება სამკურნალო მცენარეების შეგროვება და გამოშრობა, პიკირება, გაზონების შეჭრა, ოთახისა და აივნის მცენარეების მორწყვა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, მოსავლის აღება.

არასასურველია ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, ხეების მოჭრა.