თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. დიდუბეში, გამოფენის ტერიტორიაზე 48 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი კომპანია „ბილაინის“ ერთ-ერთ ოფისში, დაცვის სამსახურში მუშაობდა.
როგორც Sputnik-საქართველოს კორესპონდენტს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.