ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 20 ოქტომბერს

დედაქალაქში სამშაბათს თბილი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 22 გრადუსამდე მოიმატებს. თუმცა მოსალოდნელია მცირე წვიმა
Sputnik

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში სამშაბათს, 20 ოქტომბერს ღრუბლიან ამინდს და მცირე წვიმას პროგნოზირებენ.

მზე 07:18 საათზე ამოვა და 18:11 საათზე ჩავა.

ღამით მინიმალური ტემპერატურა +15  გრადუსი, დღისით კი + 22 გრადუსია მოსალოდნელი. ღამის საათებშიც მოსალოდნელია წვიმა. ქარი წამში 5-10 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.