უფლებადამცველი: უვადო პატიმრობა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სამუდამოდ უნდა ისხდნენ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, უვადო პატიმრობას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს. საქართველოში არ არსებობს სიკვდილით დასჯის მუხლი.
Sputnik

თბილისი,17 ოქტომბერი - Sputnik. დღეს უფლებადამცველებმა ნანა კაკაბაძემ და გელა ნიკოლეიშვილმა პრესკონფერენცია ჩაატარეს, სადაც საქართველოში უვადო თავისუფლებააღკვეთილების მდგომარეობაზე ისაუბრეს.

„დღეს საქართველოში არის დაახლოებით 80 უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი. უვადო თავისუფლებააღკვეთილი არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სამუდამოდ უნდა ისხდნენ. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, 20 წლის ვადის მოხდის შემდეგ, სასამართლო განიხილავს მათ პირობით გათავისუფლების საკითხს“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეს კანონი არსებობს, დღემდე არ ყოფილა გამოყენებული, ანუ ვინც 20-წლიანი სასჯელი მოიხადა, ერთადერთი შემთხვევის გარდა, არც ერთი მათგანი ვადამდე არ გათავისუფლებულა.

სანდრო ბრეგაძე სამშობლოს ღალატისთვის მიხეილ სააკაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის დასჯას ითხოვს

ნიკოლეიშვილის განცხადებით, თუ ექსპერტები, სასჯელაღსრულების დაწესებულებები ან  სასამართლო მიიჩნევს, რომ 20-წლიანი სასჯელის გასვლის შემდეგ, ეს ადამიანები საზოგადოებისთვის საშიშები აღარ არიან, უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ მათ მოიპოვონ თავისუფლება.

თავის მხრივ, ნანა კაკაბაძემ აღნიშნა, რომ 2012 წლის საყოველთაო ამნისტია უვადო თავისუფლებააღკვეთილებსაც უნდა შეხებოდა, რადგანაც ამნისტიაში ნახსენები იყო, რომ სასჯელის ¼ უნდა ყველა მსჯავრდებულს უნდა ჩამოკლებოდა, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა. რაც შეეხება უვადოებს, მათ შესახებ ნათქვამი იყო, რომ მათ უვადო პატიმრობა ვადიანით უნდა შეცვლოდათ და ამის შესახებ სასამართლოს ემსჯელა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა.

პარლამენტმა საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა

„კანონმდებლები ვალდებულები იყვნენ, ქვემდებარე კანონებით დაერეგულირებინათ ისე, რომ უვადოებს ეს ¼ შეხებოდათ“, -განაცხადა კაკაბაძემ.

მისი თქმით, უსამართლოა ისიც, რომ წინა ხელისუფლების დროს ადამიანებს უვადოდ პატიმრობა მიესაჯათ, შემდეგ ეს მუხლები შეიცვალა უფრო მსუბუქი სასჯელით და ამ ადამიანებს არ შეხებიათ დღემდე.

უვადოდ თავისუფლებაღკვეთილები სასჯელს მე-6 და  მე-8  პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.

უვადო პატიმრობა საქართველოში სასჯელის უმაღლესი ზომაა. მის გამოყენებას სისხლის სამართლის კოდექსი მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში უშვებს. მათ შორისაა ნარკოდანაშაული, როცა საქმე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკის გასაღებას ეხება; განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში; სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები; სხვადასხვა სახის ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულები; საქართველოს პოლიტიკურ პირზე თავდასხმა, გენოციდი, ეკოციდი და სხვა.არსებობს ასაკობრივი ზღვარიც - ბრალდებული 18-დან 60 წლამდე პირი უნდა იყოს.