მსოფლიო დღეს

ოდესაში გამზირს, რომელსაც სააკაშვილმა სახელი შეუცვალა, კვლავ ჟუკოვის პროსპექტი უწოდეს

დეკომუნიზაციის პროცესში ქუჩებს ახალი დასახელებები ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის პირადი ბრძანებით მიენიჭა
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. ოდესაში ძველი დასახელებები დაუბრუნდა მარშალ ჟუკოვის გამზირს და ჩაპაევის დივიზიის ქუჩას, იუწყება РИА Новости ქალაქის მერზე, გენადი ტრუხანოვზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ეს ის ქუჩებია, რომელთა დასახელებები დეკომუნიზაციის პროცესის ფარგლებში ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით შეიცვალა. მერმა აღნიშნა, რომ ოდესის ქუჩებისთვის ძველი დასახელებების დაბრუნების პროცედურა გაგრძელდება.

როგორ გაწმინდა ქართულმა ასეულმა ოდესა ბანდიტებისგან: ისტორიული ამბავი

„ქალაქის ისტორიულ-ტოპონიმიკურმა კომისიამ მხარი დაუჭირა ჩემს მიმართვას და მიიღო გადაწყვეტილება მარშალ ჟუკოვის გამზირისა და ჩაპაევის დივიზიის ქუჩისთვის ძველი დასახელებების დაბრუნების შესახებ“, - დაწერა ტრუხანოვმა თავის Facebook-გვერდზე.

ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ამისათვის ყველა კანონიერი საფუძველი არსებობს. კერძოდ, გეორგი ჟუკოვზე არ ვრცელდება დეკომუნიზაციის შესახებ კანონი, რადგან ფაშიზმთან მებრძოლი იყო.

„იგივე ეხება ჩაპაევის 25-ე დივიზიის ქუჩას - ლეგენდარული ფორმირების, რომელიც ჩვენს ქალაქს ომის დროს ოკუპანტებისგან იცავდა“, - განაცხადა ტრუხანოვმა.

ოდესის თავმა აღნიშნა, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, თუმცა მთავარი ნაბიჯები გადადგმულია. „და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ საბოლოოდ აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა“, - განაცხადა ქალაქის მერმა.