ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი უკვე სასწრაფო დახმარების მანქანაში, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

უბედური შემთხვევა ავანგარდის დასახლებაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანაში, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.