„მკვლელი“ პროდუქტები: ვისთვის იკრძალება ოხრახუში, ისპანახი და რეჰანი

ცნობილი ექიმი კატეგორიულად გირჩევთ ამოიღოთ მენიუდან ოხრახუში, ისპანახი და რეჰანი, თუ ეს დაავადება გაწუხებთ.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილმა რუსმა ექიმმა და ტელეწამყვანმა ელენა მალიშევამ „ადამიანისთვის სასიკვდილო“ უწოდა საკვებს, რომელმაც შეიძლება თრომბოზი გამოიწვიოს. 

ეს დაავადება საფრთხეს უქმნის ხანდაზმულებს, მათ, ვისაც ვენების ვარიკოზი აწუხებს, მჯდომარე ცხოვრების წესს ეწევა და ასევე მათ, ვისაც გულის დაავადება აქვს. გარდა ამისა, რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს — სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს.

განსაკუთრებით ქალებისთვის: ექიმები ჯდომის საშიშ პოზას ასახელებენ

მალიშევას თქმით, ზოგი პროდუქტი მთლიანად ანადგურებს სისხლის გამათხელებელი წამლების მოქმედებას. მათ შორის არიან ოხრახუში, ისპანახი და რეჰანი. ექიმმა განმარტა, რომ ამ პროდუქტებში შემავალი K ვიტამინი ხელს უწყობს სისხლის შედედებასა და ჭრილობის შეხორცებას.

როგორც ექიმი ამბობს, ოხრახუში აბსოლუტური ჩემპიონია K ვიტამინის შემცველობით — ამ მწვანილის 100 გრამში K ვიტამინის 20 დღის დოზა შედის.

ამიტომ ის კატეგორიულად უნდა გამორიცხონ რისკის ჯგუფში მყოფმა ადამიანებმა რაციონიდან, თორემ თრომბების წარმოქმნას სისხლძარღვებში, რამდენი წამალიც უნდა სვან, თავიდან ვერ აიცილებენ.

საპირისპირო თვისებების მქონე პროდუქტებს შორის მალიშევა გამოყოფს E ვიტამინით მდიდარ კივის, რომელიც ამცირებს თრომბოციტების ერთმანეთთან შეწებების, აგრეგაციის (ანუ თრომბის წარმოქმნის) უნარს.

E ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავენ ასევე ნუში და კურკუმაც. შესაბამისად, ეს პროდუქტებიც ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას სისხლძარღვებში.