ქართველ მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის ბესიკ ჩადუნელის თქმით, სპორტსმენები კარანტინში 12 დღეს დაჰყოფენ.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს რაგბის ჩემპიონატის „დიდი 10"-ის ორ მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi-2

კორონავირუსმა ფეხბურთში შეაღწია: ლანჩხუთის „გურია“ კარანტინში გადადის

სპორტსმენები სხვადასხვა გუნდებში თამაშობენ, შესაბამისად, ორივე კლუბი სრული შემადგენლობით თვითიზოლაციაში გადავიდა. საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის ბესიკ ჩადუნელის თქმით, სპორტსმენები კარანტინში 12 დღეს დაჰყოფენ.

„არსებობს უსიმპტომო ფორმები და, სავარაუდოდ, ჩვენც ასეთი ფორმით შემოგვეპარა ეს ვირუსი. ვირუსი ორ გუნდში დაფიქსირდა. შესაბამისად, მთელი გუნდი 12 დღით უნდა გავიდეს თვითიზოლაციაში", – განაცხადა ჩადუნელმა.

ამ ეტაპზე ინფიცირებული სპორტსმენების ვინაობა უცნობია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 15327-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 7613, გარდაიცვალა 124 პაციენტი.

საქართველოში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.