მოსწავლის ცემის ფაქტი სკოლაში: ბრალდებულია დირექტორი

მეშვიდე კლასის მოსწავლემ „112“-ში თავად დარეკა და პოლიციას მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ შეატყობინა.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქვედა ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი მისივე სკოლის მოსწავლეზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2". 

სექსუალური ძალადობა: იმერეთში 17 წლის გოგონაზე ოჯახის ახლობელმა იძალადა

მეშვიდე კლასის მოსწავლე საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს („112“) ორი დღის წინ თავად დაუკავშირდა და პოლიციას მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ შეატყობინა.

როგორც სკოლის დირექტორმა დოდო გოთუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ბავშვს მხოლოდ სიტყვიერი, ხმამაღალი შენიშვნა მისცა. მისი თქმით, შენიშვნა სხვა მოსწავლეებმაც მიიღეს, რადგან ისინი სადეზინფექციო ხსნარით წუწაობდნენ.

კლასის დამრიგებელი კონკრეტულ ინციდენტს არ შესწრებია, თუმცა ძალადობის ფაქტს არ გამორიცხავს. მისი თქმით, მოსწავლესა და დირექტორს შორის კონფლიქტი გასულ წელსაც მოხდა.

მომხდარ ფაქტზე მოკვლევას ოზურგეთის პოლიცია აწარმოებს.