ყვითელი ამბები

„გამოუსწორებელი ქაჯები ხართ...“- მერაბ სეფაშვილის დაბადების დღის სკანდალი - ვიდეო

ცნობილი ქართველი მომღერლის მერაბ სეფაშვილის იუბილეზე მეგობრებმა კარგად მოილხინეს. ნახეთ როგორ შეაფასეს მათი ქმედება სოციალურ ქსელში
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. მომღერალი მერაბ სეფაშვილი 15 ოქტომბერს 59 წლის გახდა და საკუთარი დაბადების დღე მცხეთაში ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა, სადაც უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები ჰყავდა მიწვეული.

სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი რადიოწამყვანი ხატია შამუგია და გვანცა კილასონია. ჟურნალისტებს მერაბ სეფაშვილთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. სწორედ ხატია შამუგიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა სკანდალი.

„პანდემიის დროს როგორ იქცევით? თუ სხვებს ეხებათ შეზღუდვები და თქვენ ვირუსი არ დაგემართებათ და ვერც სხვებს გადასდებთ?”, „919 ახალი შემთხვევაა ვირუსის, თქვე მართლა მაიმუნებო! გამოუსწორებელი ქაჯები ხართ!” –წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა კიდევ 887-ით გაიზარდა და 15327-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7613 ადამიანი, გარდაიცვალა – 124, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5721, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1090 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.