ყვითელი ამბები

„როგორ გიხდება, შოკში ვარ“ – მაია ასათიანის უმოკლესმა ვარცხნილობამ ფურორი მოახდინა – ფოტო

ბოლო თვე­ე­ბია მაია ასა­თი­ა­ნი ხში­რად და გულ­წრფე­ლად სა­უბ­რობს გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბი­სა და წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ.
Sputnik

ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა სოციალურ ქსელში მოკლე ვარცხნილობით ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ტელეწამყვანს ქერა, გრძელი თმის ნაცვლად მოკლე, შავი თმა აქვს. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ასეთი ვარცხნილობით მაია ასათიანი ბევრად პატარას ჰგავს. „როგორ გიხდებააა, შოკში ვარ“, „ძალიან მომწონს ეს სტილი“, „აუ როგორ გიხდება“, „ძალიან, ძალიან გიხდებათ“, – უწერენ მაიას ფოტოების კომენტარებში.

ტელეწამყვანმა უკვე რამდენიმე თვეა სტილი სრულად შეიცვალა და ბუნებრივად მუქი თმა გრძელი ქერა თმით ჩაანაცვლა. ასა­თი­ა­ნი არ წერს, გრძელ, ქერა თმას შე­ე­ლია, თუ პა­რი­კი მო­ირ­გო.

ბოლო თვე­ე­ბია მაია ასა­თი­ა­ნი ხში­რად და გულ­წრფე­ლად სა­უბ­რობს გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბი­სა და წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი „ინ­სტაგ­რამ­ზე“ ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ო­ებს, ფო­ტო­ებს, სა­დაც სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ მიმ­დევ­რებს უყ­ვე­ბა.

ცოტა ხნის წინ გა­და­ცე­მა „შო­რე­ნას ეფექ­ტში“ მაია ასა­თი­ან­ი მოყ­ვა იმ მძი­მე დღე­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­დე­საც შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად წა­ვი­და სა­ლონ­ში სტი­ლის­ტთან, ჩა­ი­ტა­რა სა­ხე­ზე პრო­ცე­დუ­რე­ბი, რათა ადა­მი­ა­ნუ­რი სახე და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა.

რამდენიმე წლის წინ მთელი ქვეყანა დაადუმა მაია ასათიანის ოჯახის ტრაგედიამ. ცნობილმა ჟურნალისტმა ქალიშვილს საფრანგეთის კლინიკაში მიაკითხა, მაგრამ ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ მოახერხეს. ნუცა ტელეწამყვანის ერთადერთი შვილი იყო. მშვენიერი და ყველასათვის საყვარელი ნუცა მაია ასათიანს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ნუცა 2017 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჟურნალისტის ქალიშვილს მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ა დაუდგინეს.