ყვითელი ამბები

„აღიარე, რომ ჯადოქარი ხარ“ – ია ფარულავას ფოტომ სოცქსელების მომხმარებლები შოკში ჩააგდო

ია ფარულავა ერთ-ერთია იმ ცნობილ ქალბატონთაგან, რომლისთვისაც სილამაზის სალონი მეორე სახლია. 53 წლის მსახიობი შეუდარებლად გამოიყურება.
Sputnik

ექსტრავაგანტული და ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი მსახიობი გარეგნობის ცვლილებებს არ უშინდება. მისი ცხოვრების აქტუალური კითხვაა, თუ როგორ უვლის საკუთარ კანსა და თავს. ია ფარულავა მიზეზად მუდამ გენეტიკას ასახელებს. მისი თქმით, ინიექციებს ხშირად იკეთებს, თუმცა პლასტიკური ქირურგიისთვის არ მიუმართავს. საქართველოში ია ფარულავა სილამაზის ეტალონადაა აღიარებული. თუმცა მის ქმედებებს უამრავი ადამიანი აკრიტიკებს.

„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოზე სოციალური ქსელის მომხმარებლების კომენტარები არ წყდება. „უბადლოდ გამოიყურები აღიარე რომ ჯადოქარი ხარ“, - დაუწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რაზეც ფარულავამ უპასუხა, რომ ნამდვილად ჯადოქარია და ამას უკვე ყველა ხვდება.

გახმაურებული კინოფილმის შემდეგ ია ფარულავას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ყველას ახსოვს ის ცნობილი კინოკადრი ფილმიდან „სიყვარული ვენახში“. ია ფარულავას ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში შოუ „ფარული კონვერტი“ მიჰყავს.

ია ფარულავა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

სამშობლოში ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიბანელ ბიზნესმენთან ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ დაუკანონებიათ. 2013 წელს იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ტარიელ სუარი. ტელეშოუ „ნიჭიერის“ მიმდინარეობისას სუარმა პირდაპირ ეთერში სთხოვა იას ცოლობა და მათ მალევე, 2013 წლის სექტემბერში ჯვარი დაიწერეს, თუმცა მალევე დაშორდნენ.